06:18 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 15:58:25, 1299 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონში ავარიული აივნები გამაგრდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განახორციელა. ექვსი სადარბაზოს 30 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდა.

სამუშაოების ფარგლებში,  კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება განხორციელდა. დაიგო დეკორატიული ფილები და ჩატარდა უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია. ასევე, ბოლო სართულის აივნები გადაიხურა ლითონის კონსტრუქციებითა და თუნუქით.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განვახორციელეთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო - ცვიოდა ფილის ფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 30 აივანი გამაგრდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბილდინგ კომპანიმ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 233 446 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics