10:16 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 14:49:44, 564 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი მტკვრის კალაპოტის დასუფთავების აქციაში ჩაერთო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნარჩენების მართვის კოდექსის ფარგლებში, პრემიერის ინიციატივას „ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც  მდინარე მტკვრის კალაპოტის დასუფთავების აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო.   36 კმ-ნი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კამპანიის „ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მაქსიმალური ჩართულობა გარემოსდაცვით აქციებში.

შეგახსენებეთ, რომ კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა 80-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics