|
2019-11-19 13:38:08, 1060 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: კითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ ადრე ჩემი, როგორც შს მინისტრის პასუხისმგებლობა იყო, დღეს - როგორც პრემიერის
შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება" მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. „ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, კანონის ფარგლებში, არის სრულიად დაცული. გახსოვთ ყველას, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა, მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ, ჯერ ქუჩების, ჩემდეგ პარლამენტის შენობის, პარლამენტი ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად თავს დაესხნენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევასი პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. მას ჰქონდა უფლება, უკანონო აქციის ბლოკირების. სახელმწიფომ რაც გააკეთა, იყო აბსოლიტურად კანონის ფარგლებში და შემდეგშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმდებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულიად კანონის ფარგლებში და იგივეს გააკეთებს. გასვლითი სხდომის გარეშე გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლიტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეოობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი“,- განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის დასაშლელად წლის ჭავლი გამოიყენეს.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)