09:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 14:45:07, 1160 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: ივანიშვილი თავისი კალაძეებით და „შაიკით“ საერთაშორისო იზოლაციაშია

 „ივანიშვილი თავისი კალაძეებით და „შაიკით“, რომელიც დარჩა მას, არის მარტო და საერთაშორისო იზოლაციაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მუხლი, რომელიც მოიყვანა შსს-მ ვერ იქნება გამოყენებული საპროტესტო აქციზე.

მანვე დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ფორმალურად დაწერილ კანონსა და სიტყვას ფასი აღარ აქვს.

 „მუხლი, რომელიც მოიყვანა შსს-მ მარტო მათ შეესაბამება, იმიტომ რომ მათ მოქმედებაზეა საუბარი და შესაბამისად ვერ იქნება გამოყენებული აქ. რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ კანონებში, საქართველოში, „ქართული ოცნების’ პირობებში ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ფორმალურად დაწერილ კანონსაც და სიტყვას ფასი აღარ აქვს. პრაქტიკულად ივანიშვილი თავისი კალაძეებით და „შაიკით“ რომელიც დარჩა მას, არის მარტო და საერთაშორისო იზოლაციაში. დაგვიჭერენ?! მით უარესი მათთვის. დაგვარბევენ?! მით უარესი მათთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics