|
2019-11-17 14:59:17, 1869 ნახვა
რეგიონი
ზამლეთის თემში „თავისუფალი სივრცე“ გაიხსნა
ზამლეთის თემში „თავისუფალი სივრცე“ გაიხსნა. გახსნის ცერომონიალს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის აღამსრულებელი დირექტორ ამირან კაკალაძეს და სხვა წარმომადგენელი პირები ესწრებოდნენ. ,,თავისუფალი სივრცე“ წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივ პროექტს. ,,თავისუფალი სივრცე“ შესაბამისი ფართით უზრუნველყო შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო შეაბამისი ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდულმა კავშირმა ENPARD-2 საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ,,თავისუფალი სივრცე“ ხელმისაწვდომი იქნება ახალგაზრდებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების, მედიის წარმომადგენლებისთვის, ბიზნესისთვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. გახსნის ოფიციალურ ნაწილში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდულ კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)