03:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 15:55:05, 1741 ნახვა

საზოგადოება
მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებმა ბიზნესგეგმები წარმოადგინეს

მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორით დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე ბიზნესგეგმები წარმოადგინეს.

შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით  გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს  სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  იური ნოზაძემ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის პროგრამის მენეჯერმა,  ვახტანგ მშვიდობაძემ მიმართეს.  მინისტრის მოადგილემ ყურადღება სატყეო სექტორის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იყო ბიზნესკონცეფციები, სადაც აქცენტი გაკეთდა ტყის არამერქნულ რესურსებზე და ეკოტურიზმის განვითარებაზე. მისასალმებელია, რომ  წარმატებულ პროექტებს ავსტრიის განვითარების სააგენტო დააფინანსებს“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

ფორუმის პირველი დღე ენერგეტიკის მიმართულებით მომზადებული ბიზნესკონცეფციების განხილვას დაეთმო, ხოლო მეორე დღე, ტყის სერვისების მრავალფუნქციური  გამოყენების თემაზე სტუდენტების მიერ მომზადებულ კონცეფციებს.

კომპეტენტურმა სპეციალურმა კომისიამ, სატყეო სამუშაო ჯგუფთან ერთად, სტუდენტების მიერ მომზადებული კონცეფციებიდან ოთხი შეარჩია.

პროგრამა ინიცირებულია პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics