|
2019-11-15 12:42:40, 1296 ნახვა
პოლიტიკა
ლუის ნავარო - კანონპროექტის ჩაგდება იმ დემონსტრანტების უპატივისმცემლობაა, რომლებიც ცვლილებებს ივნისში ითხოვდნენ
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი ლუის ნავარო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს. როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა, ის რაც მოხდა, „ოცნებაში“ გაწევრიანებული პრო-დასავლური „ახალი სახეების“ აბუჩად აგდება და იმ დემონტრანტების უპატივისმცემლობაა, რომლებიც ცვლილებას მიმდინარე წლის ივნისში ითხოვდნენ. „სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პრო-დასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით“, - განაცხადა ნავარომ. შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხებოდა, ჩავარდა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი მხოლოდ 101-მა დაუჭირა, 3-მა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მმართველი გუნდის იმ ტეპუტატთა ნაწილმაც, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები თავადაც იყვნენ. კანონპროექტის ჩაგდებას საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ. გარდა ამისა, გუშინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)