23:15 - 13 Aug, 2026
|
2015-07-21 10:16:22, 1405 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2 მილიარდის ოდენობის ვალი გადაუხადა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ საბერძნეთმა 2,05 მილიარდი ოდენობის ვადაგადაცილებული ვალი დაფარა. ბერძნებმა ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის წინაშე არსებული დავალიანება 4,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს. საბერძნეთმა ვალის დაფარვა მას შემდეგ მოახერხა, რაც ევროკავშირმა მოკლევადიანი კრედიტი 7 მილიარდი ევროს ოდენობით გამოყო. სავალუტო ფონდის პრესმდივანის ჯერი რაისის განცხადებით, სავალუტო ფონდი მზად არის განაახლოს საბერძნეთთან თანამშრომლობა ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით. ცნობისთვის, საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი შესვენების შემდეგ გუშინ გაიხსნა. მიუხედავად ამისა, შეზღუდვები გადარიცხვებზე და თანხის განაღდებაზე ძალაში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)