07:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 11:58:19, 1005 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: მოვუწოდებ დეპუტატებს, რომლებიც ეურჩებიან ივანიშვილს, დაუჯერეთ საკუთარ ლიდერს

„მინდა მოვუწოდო დეპუტატებს, რომლებიც ეურჩებიან ივანიშვილს და დავარწმუნო ისინი, რომ საკუთარ ლიდერ უნდა დაუჯერონ, იმისთვის, რომ მისი დაპირება ხალხთან შესრულდეს“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას ურჩობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ. 

ბესელიას თქმით, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება უწევს პარტიის თავმჯდომარეს, რაც ივანიშვილისთვის რთული მოცემულობაა.

„მე არ მახსოვს ბერაიას აქტიურობა. ის გაიცნო საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ხულიგნური გამოხტომებით და გაიცნო ახლა, ამ დღეებში, როდესაც გამოაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეურჩება. არის ორი საკითხი, ეს არის ამხედრება ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ვეღარ მართავს სიტუაციას საკუთარ პარტიაში, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ ეს სურათი იქმნება და მეორე, ყველა შემთხვევაში ეს არის მისი პასუხისმგებლობა, თუ ეს არის მართული პროცესი.. ორივე შემთხვევაში ეს ივანიშვილისთვის რთული მოცემულობაა.

მინდა მოვუწოდო დეპუტატებს, ვინც ეურჩება ივანიშვილს და დავარწმუნო ისინი, რომ საკუთარ ლიდერს უნდა დაუჯერონ, იმისთვის, რომ მისი დაპირება ხალხთან შესრულდეს. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება მოუწევს პარტიის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics