|
2015-07-20 20:11:25, 1033 ნახვა
სამხედრო
ქართული ოცეული სწავლებაში „Saber Guardian/Rapid Trident-2015“ ჩაერთო
უკრაინაში, ლვოვის ოლქში იავორივის სამხედრო პოლიგონზე, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ დღეს ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში მიმდინარე ბატალიონის დონის საველე-საშტაბო წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები წელს უკვე მეორედ მონაწილეობენ. საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება. „Saber Guardian/Rapid Trident 2015“-ში 18 ქვეყნის 1800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლების საველე ნაწილში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის ერთი ოცეულითაა წარმოდგენილი. საშტაბო სწავლებაში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის, IV მექანიზირებული ბრიგადის, ასევე გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტების ოფიცრები მონაწილეობენ. უწყების ინფორმაციით, საველე სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედროები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფას, კონვოის ოპერაციებსა და პატრულირებას განახორციელებენ. სწავლებაში მონაწილეობენ: აშშ-ის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ესტონეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები. „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება და 31 ივლისამდე გაგრძელდება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)