|
2019-11-13 15:02:37, 1542 ნახვა
საზოგადოება
საია მოუწოდებს დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას
2019 წლის 24 ივნისს, მმათველი პარტიის თავმჯდომარემ, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე კონსტიტუციური ცვლილებები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით (ბუნებრივი ბარიერის პირობებში) ჩატარების პირობა დადო. საია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდა ხელისუფლებას განუხრელად დაეცვა იგი. საერთო სახალხო განხილვებისა და ფართო დისკუსიის შემდეგ, გუშინ საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ცვლილებებს მხარს უჭერდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი. თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ მმართველ გუნდში არსებობს კრიტიკული მასა დეპუტატებისა, რომელიც ემხრობიან მაჟორიტარულ კომპონენტს და მზად არიან საფრთხე შეუქმნან რეფორმას. საია თვლის რა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის მთავარი დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რასაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს შეასრულონ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)