06:04 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 14:23:24, 1237 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე რატიანს: თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებ წარსულს

„თითებს ნუ იქნევ,  ჩაგაბარებ წარსულს“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ  ლიდერს,  სერგო რატიანს.

კერძოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო სისტემით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ევროპული საქართველო“ პარლამენტში ვერ უნდა მოხვდნენ.

მან ასევე ბობოხიძეს გიგლა ბერბიჭაშვილი უწოდა და აღნიშნა, რომ ბობოხიძე ნებისმიერ დროს ესვრის ილიას.

„კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები... ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული ბერბიჭაშვილის საქმეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წევრებს სიტყვიერადაც დაუპირისპირდა და ტრიბუნაზე ხელის დარტყმით რატიანს უთხრა:

„რას გიზამ იცი, სერგო?! დაგამთავრებ“,

ამასთანავე, კობახიძემ ბერბიჭაშვილად მოიხსენია დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც და აღნიშნა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ტანდემშია.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს განიხილავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics