|
2019-11-13 13:15:07, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დეპუტატებს: ბებიაშენს მოგცემ შენ, ნუ იკრიჭებით [ვიდეო]
„ბებიაშენს მოგცემ მე შენ. ნუ იკრიჭებით“ - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ არა ვიმოქმედოთ ისე, როგორც აწყობს ამ პოლიტიკურ პარტიას, აბსოლუტურად მარგინალურ პარტიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განშტოებას, ვგულისხმობ „ნაცებს“, „შმაცებს“ და „შმაცუნებს“, - განაცხადა კობახიძემ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ხმაური ოპოზიციიდან, რაზეც კობახიძემ მათ ასე უპასუხა: „ნუ იკრიჭებით რა. ბებიაშენს მოგცემ მე შენ. გაიკრიჭე და იმიტო გითხარი“. მანვე თანაგუნდელებს მიმართა, ოპოზიციის შეძახილებს ყურადღება არ მიაქციონ: „ნუ მიაქცევ ყურადღებას, ესენი არიან მარგინალები და ბერბიჭაშვილები. ამაზე ჩემი დასკვნა გავაკეთე“. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაური ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მათივე თანაგუნდელების მიერ მომზადებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. თავის მხრივ, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი დაპირებას შეასრულებს და კანონპროექტს არ ჩააგდებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ დაპირებას არ შეასრულებს, პროპორციული სისტემის მხარდამჭერებთან ერთად ქუჩაში გავლენ და პროტესტს აქციების ფორმატში გააგრძელებენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)