|
2019-11-13 12:09:23, 1270 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: თუ ხელისუფლებას უნდა იყოს ყველა ერთის წინააღმდეგ, ეს ძალიან სახიფათო სვლაა
„თუ ხელისუფლებას უნდა წარმართოს პროცესი ყველა ერთის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან სახიფათო სვლა, რაც ბუნებრივია უნდა გააცნობიეროს რომ არ შეიძლება“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია დგას ერთ პოზიციაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვალა და დღეს დიდი საფრთხეა ოცნების მხრიდან, რომ მათ დანაპირები არ შასრულონ . ამ პოზიციის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, მათ შორის სრულიად განსხვავებული პოზიციის მქონე პარტიები. საერთო საკითხზე ვმსჯელობდით დღეს და წინააღმდეგობრივი დამოუკიდებლობის მიუხედავად ყველა ვთანხმდებით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გაკეთებული საჯარო დაპირება უნდა შესრულდეს. ამისთვის ბუნებრივია მოხდება აბსოლუტური კონსოლიდირება მთელი პოლიტიკური სპექტრის და ალბათ, სამოქალაქო სექტორის და საზოგადოებრივი ჯგუფების. თუ ხელისუფლებას უნდა წარმართოს პროცესი ყველა ერთის წინააღმდეგ ეს არის ძალიან სახიფათო სვლა, რაც ბუნებრივია უნდა გააცნობიეროს რომ არ შეიძლება. მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს რომ ყველა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტია დგას ამ პოზიციაზე, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. აქ ყოყმანი, თამაში, ორჭოფობა და საზოგადოების გამოცდა უბრალოდ არ შეილება და ეს არის დაუშვებელი. ჩვენს განწყობას დღეს სხდომათა დარბაზშიც გავახმოვანებთ და თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური კონსოლიდირებული სპექტრი ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებასთან ერთად გააკეთებს თავის განაცხადს, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ ვურჩევ ხელისუფლებას რომ დაფიქრდეს და ასეთ სახიფათო თამაშს თავი დაანებოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)