|
2019-11-09 13:38:03, 1487 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე წელს სტადიონები კეთილმოეწყო წყნეთში ჯავახიშვილის N1-ში და ამილახვრის N21-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსთან და ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, განახლდა ორი მოედანი, ორ მისამართზე კი ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი განთავსდა. ერთ-ერთი დასრულებული სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა. „ვაკის რაიონის გამგეობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყველა ასაკის ადამიანებს შორის. ამიტომ ვცდილობთ, კეთილმოვაწყოთ ბევრი ისეთი სივრცე, რომლითაც სპორტული ცხოვრების განვითარებას ხელს შევუწყობთ. მიმდინარე წელს Street Workout-ის ღია სატრენაჟორო კომპლექსები და ფიტნეს ზონები 18 მისამართზე მოეწყო, ამ დროისთვის კი ოთხ მისამართზე დასრულდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც ყოველ დილას და საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს. ტერიტორიებზე მოეწყო სტადიონის ბეტონის საფუძველი, ღობეები, პანდუსები შშმ პირთათვის, რბილი საფარი და სივრცეები გულშემატკივრებისთვის. სამ სპორტულ მოედანს მულტიფუნქციური დატვირთვა აქვს, ერთი კი - საკალათბურთო მოედანია, რომელსაც ასევე, ჩოგბურთის სათამაშო კედელი გააჩნია“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. ოთხივე სპორტული მოედნის მოწყობის ღირებულება 269 089 ლარს შეადგენს, რომელიც ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)