10:14 - 18 Aug, 2026
|
2019-11-07 10:57:27, 1988 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის თანამშრომლებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირზე, გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე აქცენტი 7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტის „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ მომზადება - ჩატარების საკითხებზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. მოეწყობა ეთნოგრაფიული გამოფენა და ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)