|
2019-11-04 17:55:36, 16853 ნახვა
კულტურა
თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 7 ნოემბერს გაიხსნება
თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, 7 ნოემბერს 13:00 საათზე მხატვარ ბექა ხუცურაულის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ხელოვანი „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ პერსონალურ გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარს წარმოადგენს. „7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება. 7 ნოემბერს იმიტომ განისაზღვრა, რომ ერეკლე მეორის დაბადების დღეა და ერეკლეობა აღინიშნება თელავში. დაახლოებით 50- მდე ნამუშევარი მინდა გამოვფინო. აქ არ არის კონკრეტული თემატიკა, შერეულია, რადგან პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა შემოდგომის თემატიკა უფრო ჭარბობს. ბევრი ნამუშევარი მაქვს შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებით. მითუმეტეს კახეთია, დახუნძლულია იქაურობა ფერებით და ასე ვთქვათ, მინდოდა, რომ მეც ამ კუთხით წავსულიყავი. გამოფენა 10 დღეს გასტანს“, - აღნიშნა ბექა ხუცურაულმა. მისივე თქმით, გამოფენა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში თელავის მუზეუმის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა. „რა თქმა უნდა, მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მინდა, რომ ეს დღე განსაკუთრებული იყოს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან არის ფერწერული ტილოები, ზეთით და ტემპერით შესრულებული ანუ რამდენიმე ასეთი ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ნამუშევრების გაყიდვა“, – მოგვითხრობს მხატვარი. ფერმწერმა გამოფენაზე წარმოსადგენი ნამუშევრების ნაწილს კერძო კოლექციებიდან მოუყარა თავი, ნაწილი კი ახალი დახატული აქვს. „ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის პირველი. პირველი დასრულებული სახით, რომელიც საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი. ვიცი, რომ მუზეუმის თანამშრომლები და მთელი თელავი გულით მელოდება. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ძალიან ძვირფასი მოვლენა“, - დასძინა მხატვარმა ბექა ხუცურაულმა.
(R)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)