|
2019-11-04 15:17:21, 1430 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: მე ვაპირებ ჩემი ქონების 90% ქველმოქმედებას მოვახმარო
„მე ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების’ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს განაცხადი ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს არ მოსწონთ და ცდილობენ ამ ყველაფრის მიჩქმალვას. „საქმე იმაშია, მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა უშლის ხელს იმაში, რომ მართოს ტურისტული ობიექტები ხანგრძლივი ვადით და გარანტირებულ წაგებაზე არ წავიდეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ურჩევნია საგრძნობი დანაკარგით დაიბრუნოს ინვესტიციების ნაწილი, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძილვად ჩატოვოს ეს რესურსი. „მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიციატევადი, ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება − ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში − 90/10-ზე. სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ − ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან? ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბისა და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)