22:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 10:56:16, 2520 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა.

ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხლ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„ამ წლის გამარჯვებულები ძლიერი სტრატეგიის მიხედვით გამოვავლინეთ, რომლის ფარგლებში ისინი მომხმარებლებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობენ და  მუდმივად ზრდიან ონლაინ მომხმარებლების რაოდენობას", - განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის რედაქტორმა და გამომცემელმა.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance" 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance"-ის მკითხველებს  წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics