20:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 11:00:53, 1132 ნახვა

საზოგადოება
სინოდის წევრები წლის პირველ სხდომაზე საპატრიარქოში იკრიბებიან

საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

სინოდის სხდომას ყველა წევრი ვერ დაესწრება, მათი ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება, ნაწილს კი დიდი ხნის წინ შეხვედრები აქვს ჩანიშნული. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომას ვერ დაესწრება ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს.                                                                

მეუფე იაკობის ბრალდებები, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დიდი ალბათობით დღეს სინოდმა უნდა იმსჯელოს.

გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც.

 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics