00:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 15:13:04, 2087 ნახვა

კომენტარი
ბესელია: 2020 წლის არჩევნებამდე ბევრი რამ ისე შეიცვლება, რომ შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი ვნახოთ

"მგონია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ბევრი რამ შეიცვლება ისე, რომ შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი ვნახოთ", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალ პარლამენტში გადამწყვეტი იქნება ძალთა კონფიგურაცია.

„როცა ვლაპარაკობთ მომავალი წლის არჩევნებზე, მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება იქამდე ისე, რომ შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი ვნახოთ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ამიტომ ვინც ახლა პროგნოზებს აკეთებს, ციფრებს ასახელებს, მე მგონი ცდება, იმიტომ რომ, სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. რაც შეეხება ვისთან შეიძლება ვითანამშრომლოთ, მოდით მივუახლოვდეთ არჩევნების წინა პერიოდს მაინც და დავინახოთ პოლიტიკური სურათი. გადამწყვეტი იქნება, ახალ პარლამენტში ძალთა კონფიგურაცია. ჩემი პირადად მოსაზრებაა და სურვილი, რომ ახალი უმრავლესობა პარლამენტში შექმნან ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა. არა არსებულმა, არა წარსულმა, არამედ ახალი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics