|
2019-10-28 12:29:42, 3165 ნახვა
რეგიონი
აჭარა იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია იაპონიის საერთაშორისო ტურსტულ გამოფენაზე Jata Tourism Expo Japan გაუწია. რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი დეპარტამენტმა გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქვეყნის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ყოველწლიურად 150,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასში მონაწილეობას 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია, კომპანია ღებულობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იაპონიის ჩათვლით წელს, 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს და უწევს პოპულარიზაციას რეგიონს. რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს პოტენციურ ტურისტებთან უშუალო კომუნიკაციას, მეორე მხრივ კი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)