|
2019-10-28 12:05:32, 9448 ნახვა
მსოფლიო
Newsweek: „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს
"ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს, - ამის შესახებ გამოცემა Newsweek იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ანუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერობა აბდულა ქარდაშმა ითავა. მედიის ცნობით, ალ-ბაღდადიმ ქარდაში წინამძღოლად ჯერ კიდევ აგვისტოში წარადგინდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამასთან, როგორც ირკვევა, ქარდაში სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი იყო. ქარდაში ერაყის ქალაქ ტალ-აფარში დაიბადა და 2003 წელს ამერიკელ სამხედროებს ალ-ბაღდადისთან ერთად ბუქას ციხეში ჰყავდა დატყვევებული, სადაც მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა. Newsweek-ი იტყობინება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის თანამდებობა სიმბოლური გახდა, ვინაიდან, ალ-ბაღდადი ოპერაციებში თავად არ მონაწილეობდა. შეგახსენებთ, ამერიკელი სამხედროების მიერ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)