|
2019-10-28 10:18:57, 3171 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, შუალედურ არჩევნებზე სამივე ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებს. ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge. საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია: მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი - 4 საარჩევნო უბანი): №2 მალხაზი მელაშვილი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“– 14.71% (347 ხმა) №40 დავითი ბეგლარაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 0,89 % (21 ხმა) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი - 1 საარჩევნო უბანი): №41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (875 ხმა) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი - 2 საარჩევნო უბანი) №41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (549 ხმა)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)