18:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-27 12:41:41, 1584 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გახსნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარში, სამინისტროს მიერ ინიცირებული კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გახსნეს.

კამპანიის მიზანია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი  მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა.

კამპანიაში „Food Waste“  რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტი უკვე ჩაერთო, რომელთა შორისაა „კარფური“, „აგროჰაბი“ და „სპარი“. არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა გამოთქვა დათვების დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი. თითოეული მოქალაქის ჩართულობას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავშესაფრის მკვიდრი დათვების საცხოვრებელი პირობები.

„ტყვეობაში მყოფი მურა დათვების დასახმარებლად, 2010 წელს, ცხვარიჭამიაში დავაფუძნეთ დათვების თავშესაფარი, რომელიც 15-მდე მურა დათვს ინახავს. დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული, რის გამოც, ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული არ არიან  და, მათივე უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფარში ხანგრძლივი დროით უნდა იყვნენ. დათვების მოვლისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება, თავშესაფრის ფინანსური რესურსი კი მწირია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა დათვების რეაბლიტაციისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება“, - განაცხადა თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics