|
2019-10-25 15:59:12, 2492 ნახვა
პოლიტიკა
ბელიარი მონიტორების დაკავებაზე: ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, პრობლემაა
"ეს სერიოზული ინციდენტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას, და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, არის ძალიან დიდი პრობლემა", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს. ბელიარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში გაემგზავრება. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი. სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ის შეხვდება რუს კოლეგებს. ჩვენ ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას", - განაცხადა ბელიარიმ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები დროებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)