|
2019-10-25 14:56:59, 2097 ნახვა
პოლიტიკა
კვიციანი გოცირიძეს: ულვაშიანო კაცო გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაც შეგივიდეს თავში
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ფაფიაშვილს უსმენენ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა. კერძოდ, კვიციანის კრიტიკა ფრაქცია "ნაციონალური მოზრაობის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს შეეხებოდა. აღნიშნული ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. "დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი ლიდერი გვყავს, რომელიც თავის პოლიტიკურ პარტიას კარნახობს და ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირი ეთერით ელაპარაკება აქ. მთლიანად ჩვენ გამარჯვება ვიზეიმეთ. 30% აფხაზეთის ტერიტორიის ჩვენს ხელშია და ქართული დროშის ქვეშ იყო. ეს ყველაფერი შემოგვიტრიალეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომლის წარმომადგენელიც აქ ზის, მაგრამ არ მიუძღვის მას პირადად დანაშაული იმ საქმეში, დანაშაული ის არის, რომ მათთან ერთადაა", - განცხადა კვიციანმა. კვიციანის ამ განცხადებაზე, რომან გოცირიძემ ასე უპასუხა: "ბატონო ემზარ, კინო გახსოვთ, ის შავი კაცი ვინ იყო? შერეკილებში რომ არის?” საპასუხოდ კვიციანმა დეპუტატს "ულვაშიანი კაცი" უწოდა. „შავი კაცი ვინ იყო შენ ამას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ შენ სამხედრო არ ხარ და შენ არ დაგიცვია არასდროს შენი სამშობლო. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაც შევიდეს შენ თავში“, - უპასუხა ემზარ კვიციანმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)