|
2019-10-25 13:54:15, 2328 ნახვა
პოლიტიკა
კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების ინიციატივაზე: ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება
Heritage Foundation-ის მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ანალიტიკოსი ახალი განცხადებით იმ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა, დაძაბოს. კოფი აცხადებს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ. "რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი (ჯარების გადაყვანა ახალქალაქში) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხილული არ არის. ბევრი ამბობს, „როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი“? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, ამერიკის სამხედრო ძალებს ამის დაძლევა შეუძლიათ. მათ, ვინც ამბობს, „როგორ იქნება საქმე თურქეთთან?“, არ ესმით თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა. დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება", - წერს ანალიტიკოსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)