21:40 - 21 Jul, 2026
|
2019-10-23 14:20:25, 2144 ნახვა
პოლიტიკა
„საკუთარ დემორალიზებულ სახეზე ისაუბრე მხდალო და მშიშარა“ - ბესელია და მათიკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ სილაგაძეს მწვავე კითხვები დაუსვა. მათიკაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური დაიწყო. „თქვენს სახეს კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენთ“, - მიმართა მათიკაშვილმა ბესელიას. „შენ საკუთარ დემორალიზებულ სახეზე ისაუბრე მხდალო და მშიშარა მათიკაშვილო. კარგად დაინახოს ყველამ თქვენი მედროვე სახე“, - გამოეხმაურა ბესელია მათიკაშვილის რეპლიკას.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)