|
2019-10-23 13:14:03, 2350 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: დოკუმენტის მიღება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა
„ამ დოკუმენტის მიღება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა და თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღრესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დაამტკიცების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ის რომ წარმომადგენელთა პალატის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები არის ღია დასტური იმისა, რომ ამერიკა რუსეთს და საერთაშორისო საზოგადოებას გზავნილს უგზავნის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორი იქნება. „დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღრესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით. იმ დროს, როდესაც აშშ-ს მხრიდან ასეთი მაღალი საკითხის დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ადასტურებს იმას, თუ რა ოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)