16:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 12:42:11, 1453 ნახვა

საზოგადოება
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად, გახარიას საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე "აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში"-ს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე შემდეგი შინაარსის ბანერები მიიტანეს - "ფეიკ პრემიერი", "რუსული ოცნება", "რუსეთი კლავს, ოცნება კლავს" და "ოცნება" რუსეთის სამსახურში". 

როგორც მომიტინგეებმა განაცხადეს, ისინი 20-21 ივლისის მოვლენებს და გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ და მათი მიზანი ამ ფორუმის ჩაშლა არ არის. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

”პრემიერი ცდილობს მის მიმართ არსებული პროტესტი არ შეიმჩნიოს და უშიშრად გადაადგილდეს საქართველოში. ჩვენ მას ყველგან მოვუწყობთ აქციებს. ის იგრძნობს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენს პროტესტს და დისკომფორტს. ჩვენი მიზანი არ არის შიგნით შესვლა და ამ ფორუმის ჩაშლა. ჩვენ გვესმის ინვესტიციების მნიშვნელობა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაც. ჩემი იქ შესვლის მიზანი იყო პირადად შევხვედროდი გახარიას და მისთვის დამეფიქსირებინა ჩვენი პროტესტი“-განაცხადა მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ აქტივისტმა თამარ კაკაბაძემ.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics