|
2019-10-21 15:39:45, 6845 ნახვა
სამხედრო
პროექტის „ჩვენი ჯარი“ მეოთხე ეტაპი დაიწყო
პროექტი „ჩვენი ჯარი“ დღეიდან განახლდა. მეოთხე ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ამჯერად „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით 427 სკოლას მოიცავს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგზარდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. დღეს 75-ე საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ბავშვებს სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)