|
2019-10-21 15:37:52, 1538 ნახვა
საზოგადოება
სურსათში ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეების შეფასებაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „სურსათში ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეების მიმართ რისკის შეფასების უახლესი მეთოდოლოგია“ მიმდინარეობს. ორდღიან შეხვედრაზე რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტები იმსჯელებენ საქართველოს რისკის შეფასების ეროვნული სისტემების განვითარებასა და გამოწვევებზე, მიკრობიოლოგიური რისკის შეფასებასა და ინსტრუმენტების წარდგენაზე, კვების პროდუქტებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური რისკების რაოდენობრივ შეფასებასა და მის პრინციპებზე, ასევე ამ კუთხით ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე. საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზენტაციებს EFSA-ს მიერ მოწვეული ევროპელი მეცნიერები წარმოადგენენ. „რისკის შეფასების სისტემური მიდგომის დანერგვისთვის მნიშნელოვანია თანამედროვე მეთოდოლოგიის შესწავლა და გაცნობა. სურსათის უვნებლობის საკითხი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. ამ მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად, მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. კონფერენციას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები და ასევე, რისკის შეფასების სპეციალისტები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სურსათთან ასოცირებული რისკის შეფასების და რისკის ანალიზზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების სისტემის ჩამოყალიბების საკითხეზე EFSA-სთან 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხმებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)