|
2019-10-21 14:22:39, 2179 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მარიუშ მაშკევიჩს და პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე SNGP-ის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე და ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების ზრდას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)