|
2019-10-21 12:27:33, 2390 ნახვა
პოლიტიკა
გოტემიულერი: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში საქართველოს მიღების საკითხი არ განხილულა
ნატო-ს გენერალური მდივნის როუზ გოტემიულერის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს ალიანსში მიღების საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ ნოტო-ს გენმდივნის მოადგილემ რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც გოტემიულერმა განმარტა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ ალიანსში გაწევრიანების სურვილი დააფიქსირეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, კონკრეტული თარიღები ჯერ ცნობილი არ არის. „ჩვენ ვადებს არასდროს ვაცხადებთ, მით უმეტეს, როდესაც ახალი წევრების მიღებაზეა საუბარი. ეს პროცესი ყოველთვის შეთანხმების პროცედურასთან და წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსთან არის დაკავშირებული. ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, რაზეც გარე ძალები გავლენას არ უნდა ახდენდნენ. მას შემდეგ რაც ქვეყანა ნატო-ს წევრი ხდება, მისი უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა უფრო თვალსაჩინო ხდება“, - აღნიშნა გოტემიულერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)