|
2019-10-21 12:06:31, 2275 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს, არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ფინეთის როლი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში, ფინური მხარის მიერ გამოცდილების გაზიარება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავებაში და ფინეთის აქტიური ჩართულობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM). თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)