15:20 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 14:17:02, 1613 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.

პროექტს - „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი".

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" წარმომადგენლები. მათ განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს.

პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში განხორციელდა: ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სოციალური აქტივობები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ასევე შემუშავდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის კომუნიკაციის სტრატეგია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics