|
2019-10-19 13:31:38, 4482 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში Brexit-ის შეთანხმებას უყრიან კენჭს
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ევროკავშირთან Brexit-ზე მიღწეულ შეთანხმებას უყრიან კენჭს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებას დეპუტატთა მხარდაჭერის მოპოვების უფრო დიდი შანსი აქვს. ამასთან, "ჯონსონის შეტანხმებას" კონსერვატიული პარტიის ყველა წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატების და ოპოზიციის ნაწილის ხმები დასჭირდება. პარლამენტში შეკრებილ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით უკვე მიმართა. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, "ახლა ზუსტად ის დროა, რომ საქმე გაკეთდეს და ნებისმიერი გადავადება იქნება დამაქცეველი". ცნობისთვის, ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ. დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას 17 ოქტომბერს მიაღწიეს. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. 2018 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა, პროცესი გაჭიანურდა. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა და მისი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)