|
2019-10-18 09:59:58, 2207 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას - 22 ოქტომბერს ის ფორუმის გახსნითი პანელის „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" ერთ-ერთი სპიკერი იქნება. ტიგრან ავინიანი სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრია 2018 წლის მაისიდან, 2016 წლიდან ის ასევე არის პარტია „სამოქალაქო თანხმობის" საბჭოს წევრი. ტიგრან ავინიანი წარმატებით მართავდა კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და, ასევე, სარწყავი სისტემების და ლანდშაფტის დიზაინის სფეროებში. აქვს სამუშაო გამოცდილება ციფრული სისტემის საკონსულტაციო და საბანკო სექტორებში. ტიგრან ავინიანს აქვს ბაკალავრის ხარისხი გამოყენებით მათემატიკასა და ეკონომიკაში, მათემატიკური მოდელირების მაგისტრის ხარისხი (რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში (დედოფალ მერის უნივერსიტეტი, ლონდონი).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)