|
2019-10-17 13:21:57, 1013 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე ისაუბრა. გიორგი წოწკოლაურის თქმით, თბილისის ბინების გადანაწილების მეორე ფაზა უკვე დაწყებულია და მოქალაქეებს განაცხადების შევსება 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ. სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს. მინისტრის მოადგილე სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილების საკითხსაც შეეხო. გიორგი წოწკოლაურმა იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რასაც თბილისის ბინის მიღების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. "კრიტერიუმები სამინისტროს, საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით არის შემუშავებული. დევნილ ოჯახებს მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით ქულები მიენიჭებათ. ყურადღება ექცევა სოციალურ შემწეობას, ოჯახში არასრულწლოვნების რიცხვს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა. შესაბამისად ქულის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ოჯახი უფრო მეტად საჭიროებს, კონკრეტულ ეტაპზე, ბინით დაკმაყოფილებას", - აღნიშნა მან. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს ფოიეში მყოფი პირებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც თბილისში არ არის რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში მათ განაცხადების შევსება რეგიონების ბინებზე შეუძლიათ. „წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით“, - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)