|
2019-10-17 13:01:11, 3758 ნახვა
მსოფლიო
„ნუ იქნები ხისტი და სულელი, ისტორია ეშმაკად შეგრაცხავს“ - ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა
სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიფ ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, წერილში თეთრი სახლის ლიდერი ერდოღანს შესაძლო რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. გარდა ამისა, ტრამპი ერდოღანს თურქეთის ეკონომიკის მოშლით ემუქრება. "შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სისხლის ღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე, მე კი ამას გავაკეთებ. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს ეშმაკად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!", - ნათქვამია ტრამპის წერილში. მედიის ცნობით, წერილი 9 ოქტომბრით არის დათარიღებული. შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)