14:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 18:21:09, 1093 ნახვა

საზოგადოება
ინგა გრიგოლია „TV პირველის“ გენერალური დირექტორი გახდა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალური დირექტორი გახდა.

ინფორმაციას ტელეკომპანიის მფლობელი ვატო წერეთელი ავრცელებს.

„დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად,, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ !“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერეთელი.

შეგახსენებთ, ამ დრომდე „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics