|
2019-10-16 10:22:17, 720 ნახვა
საზოგადოება
გროზნოს ქუჩაზე სკვერი საზეიმოდ გაიხსნა
ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3 200 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რეაბილიტირებული სკვერის საზეიმო გახსნას დედაქალაქის მერი , კახა კალაძე დაესწრო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო. გარდა ამისა, განთავსდა საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ბევრი მწვანე სივრცის შექმნაა. „აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და დღეს ნახეთ როგორი ლამაზი პროექტი გამოვიდა თავისი საფეხბურთო მოედნით, დასასვენებელი ადგილებით, ახალი გამწვანებით და ხე-ნარგავებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა რაიონში, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქნათ“,- განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა სკვერში არსებული კედლები. კედლის მოხატვის ბოლო ეტაპის სამუშაოებში მონაწილეობა პროფესიონალ მხატვრებთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს. სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებისთვის საპნის ბუშტების, აზოტისა და ცეცხლოვანი შოუ მოეწყო. ასევე, გაიმართა თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „არბამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 503 330 ლარი შეადგინა.
(NS)
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)