07:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 15:51:05, 1808 ნახვა

კომენტარი
ახვლედიანი - იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, საბოტაჟი მოახდინა

"იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი მოახდინა", - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო.

„სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მინდა დაგისახელოთ ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც ბოლო 6 კვირის განმავლობაში მოხდა. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ-ჰონგკონგური ჯგუფი, მეორე კი ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს მთავრობამ გაცნობითი შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა, რომ არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან დასავლური ქვეყნიდან არ იყვნენ. ჩვენშიც და ამ კომპანიაშიც ასეთმა დამოკიდებულებამ შეშფოთება გამოიწვია. რაც შეეხება ამერიკულ ფონდს, მათ მოითხოვეს მთავრობისგან წერილობითი განცხადება, რომ ხელისუფლებაში ამ ინვესტიციას მიესალმებიან. მთავრობა დაგვპირდა, რომ ასეთ წერილს ფონდს გაუგზავნიდა, მაგრამ წერილი ადრესატს არ მიუღია“, - განაცხადა ახვლედიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics