|
2019-10-15 11:58:01, 901 ნახვა
საზოგადოება
სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა. დასკვნითი ტესტირების შემდგომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა კურსდამთავრებულებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავდა შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი. სასწავლო კურსი კი ამ კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 388 პირი გადაამზადა, რომელთა უმრავლესობა (80%) დასაქმებულია გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე.
(NS)
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)