|
2019-10-11 16:14:14, 4481 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის დახმარებით, შიდსთან ბრძოლის ფონდი 14 მილიარდ დოლარს მიიღებს
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის დახმარებით, შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდი, 14 მილიარდ დოლარს მიიღებს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებმა, კომპანიებმა და კერძო ქველმოქმედებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დახმარება გაზარდონ და გლობალურ ფონდში უფრო მეტი თანხა ჩარიცხონ. მედიის ცნობით, ხსენებული თანხა ფონდში 3 წლის განმავლობაში ჩაირიცხება. კონფერენცია, რომელზეც ამის შესახებ გახდა ცობილი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა. "დღეს, ამ მსოფლიოსთვის ისედაც რთულ პერიოდში, ჩვენ შევძელით 14 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მოზიდვა. ამით, ჩვენ შევძლებთ სულ მცირე 16 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. მგონია, რომ უფრო მეეტის გაკეთებაც შეგვიძლია", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, აგრეთვე კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუზნებელი ბილ გეითში და ჯგუფ U2-ს ვოკალისტი ბონო ესწრებოდნენ. გლობალური ფონდის ხელმძღვანელის პიტერ სენდსის განცხადებით, დაფინანსების გაზრდა პანდემიასთან ბრძოლას დააჩქარებს. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ეპიდემია 2030 წლისთვის შეჩერდება.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)