|
2019-10-11 15:24:36, 4889 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში, თავშესაფრის მსურველთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს [ვიდეო]
საფრანგეთში, თავშესაფრის მსურველთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაცით, 2018 წელს საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 7 000-მა მოქალაქემ მიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი სირიელ და ერაყელ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას აღემატება. France24-ის მიერ მომზადებულ ვრცეკ რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ქუთაისის აეროპორტში ყველა ფრენა პარიზის მიმართულებით, სრულად დაჯავშნილია. "მგზავრებს შორის ბევრი ტურისტია, მაგრამ ყველა არა. ამის დადგენას საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის ოფიცრები ცდილობენ. ერთ-ერთი ხერხი სასტუმროს ჯავშნის შემოწმებაა", - ამბობს რეპორტაჟის ავტორი და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდას უფასო მკურნალობასა და ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებს. ერთ-ერთი ქართველი რესპოდენტი ყვება, რომ საქართველოში მკურნალობისთვის 5 ათასი ევრო სჭირდებოდა, რისი გადახდის საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა. ამიტომ, რესპოდენტის განმარტებით, საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ მის სოცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა. „ჩვენც რომ ასეთივე ჯანდაცვის სისტემა გქვონდეს და ხალხს ასე არ უჭირდეს, საფრანგეთს არ მივმართავდით“, - განაცხადა რესპოდენტმა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)