13:29 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 15:19:32, 4358 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბაქოში ვიზიტის შედეგს მიესალმება. 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები"-, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics