|
2019-10-09 16:47:16, 4675 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი იმპიჩმენტის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კონგრესში წარმოებულ იმპიჩმენტის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, თეთრმა სახლმა ოფიციალური უარი განაცხადა. „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში გამოძიების დაწყება მოხსენიებულია, როგორც „უსაფუძვლო" და "კონსტიტუციურად არასწორი". გამოძიებაში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მონაწილეობს პალატის სამი კომიტეტი. გამოძიება ცდილობს გაარკვიოს, დაეხმარა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას, რათა შემდგომში მომხდარიყო ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების პროვოცირება. თეთრი სახლის წერილი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს ელჩი ევროკავშირში კონგრესში ჩვენების მიცემისგან დაბლოკა. კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ თანამშრომლობაზე თეთრი სახლის უარის გამო დონალდ ტრამპი იქნება პასუხისმგებელი. მოამზადა ლიკა ბესელიამ
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)