08:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 11:31:33, 2191 ნახვა

კომენტარი
„მაჩალიკაშვილს პარლამენტში არ უშვებენ - ვინ მიიღო გადაწყვეტილება?! სუს-მა?!“ - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილს არ უშვებენ. დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მაჩალიკაშვილისთვის კომიტეტზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ მისი კომპეტენცია არ არის, ვის უშვებენ შენობაში და ვის არა.

„აქ იმისთვის ვარ მოსული, რომ წარმოვადგინო მოქალაქეების პოზიცია. დღეს აქ მოსულია შვილმოკლული მამა, რომელსაც სურს, რომ დაესწროს კომიტეტს და არ უშვებენ. არ მოგცემთ გაგრძელების საშუალებას სანამ შემოუშვებთ. რას ნიშნავს მაჩალიკაშვილს არ უშვებთ პარლამენტში?! ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?! სუს-მა? პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების და არ არის ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამის შემდეგ მან მაჩალიკაშვილის პარლამენტში შემოყვანის მიზნით, დარბაზი დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics